ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
“ტრანსპორტირება ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა დამსვენებლებისთვის სვანეთში”
19 ოქტომბერი, 2020

“როცა ვამბობთ, რომ შიდა ტურიზმი უნდა განვითარდეს, ვგულისხმობთ, რომ მინიმუმ გზისა და ტრანსპორტის საკითხი უნდა მოწესრიგდეს”- ამის შესახებ სვანეთში მდებარე სასტუმრო “ბუდეს” დამფუძნებელმა თათია თეთრაშვილმა განაცხადა.

როგორც თეთრაშვილი ამბობს, სვანეთში ტრანსპორტირება დამსვენებლებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. მისი თქმით, არ არსებობს მუნიციპალური ტრანსპორტი, სხვა სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება კი ხარჯებს ზრდის.

“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ტრასნპორტირებაა. ვისაც მანქანა არ ჰყავს, ყოველთვის ერთულება სვანეთში დასასვენებლად ჩამოსვლა. როცა ვლაპარაკობთ, რომ შიდა ტურიზმი გვინდა განვითარდეს, მინიმუმ გზა და ტრანსპორტირება უნდა მოწესრიგდეს. ყველაფერი უფრო ძვირი იმიტომ ჯდება, ვერ გადაადგილდები მაგალითად მესტიიდან მუნიციპალური ტრანსპორტით ვერ წახვალთ სხვადასხვა მიმართულებით, რაც შეიძლება უფრო იაფიც დაჯდეს“-ამბობს თათია თეთრაშვილი სასტუმრო ბუდე, დამფუძნებელი.

BMG


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.