ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Travel Box - ინოვაციური პროდუქტი მოგზაურობის მოყვარულთათვის
22 აპრილი, 2021

Travel Box-ი - ინოვაციური პროდუქტი მოგზაურობის მოყვარულებისთვის, უკვე თითქმის ერთი წელია სეზონიდან სეზონამდე საინტერესო პროდუქტებითა და სიახლეებით ანებივრებს მომხმარებელს. ეს არის Box-ი, სადაც საინტერესო ლოკაციების შერჩევასთან ერთად პროფესიონალთა გუნდი სასიამოვნო დასვენებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო და პრაქტიკული ნივთით უზრუნველყოფს მოგზაურობის მსურველს. „კომერსანტის“ რესპოდენტი Travel Box-ის მარკეტინგის მენეჯერი, ნანუკა ჩხაიძეა:

1. თავდაპირველად, მოგვიყევით TRAVEL BOX-ის  შესახებ და რას მოიცავს და აერთიანებს ეს პროდუქტი?

„თრეველ ბოქსი“ არის სამოგზაურო ყუთი,  რომელიც შეიქმნა მოგზაურობის მოყვარულთათვის.  თრეველ ბოქსის ნებისმიერ ყუთში აღმოაჩენთ,  საქართველოს მაშტაბით საუკეთესო სასტუმროების ვაუჩერს, რომელიც გათვალისწინებულია 2 ღამე 2 ადამიანზე და მოგზაურობისათვის საჭირო ნივთებსა და პროდუქტებს.

მომხმარებელი შეძენის დროს თავად ირჩევს მისთვის სასურველ რეგიონს და ამ რეგიონში შემავალი სასტუმროებიდან ერთ-ერთი ამოსდის.

2. როგორია ბოქსის შემადგენლობა? რომელ რეგიონებს და სასტუმროებს მოიცავს?  

ჩვენი ბოქსი გამოდის სეზოუნად, სამ თვეში ერთხელ. ყოველ სეზონზე იცვლება ყუთის დიზაინი რომელიც შემდეგ სეზონებზე აღარ მეორდება, ასევე ვცდილობთ მასში შემავალი პროდუქტებიც ყოველთვიურად განვაახლოთ რათა მომხმარებლისთვის მუდმივად გვქონდეს სიახლე. მაგალითად გაზაფხულის ბოქსი გვაქვს ეხლა, სადაც სასტუმროს ვაუჩერის გარდა შეხვდებით მოგზაურობისთვის საჭირო და პრაქტიკულ ნივთებს და პროდუქტებს. ასევე სასტუმროების მხრივაც ვცდილობთ მუდმივად სიახლეები შევთავაზოთ მომხმარებელს.

რაც შეეხება სასტუმროებს, ამჟამად აჭარის რეგიონში გვაქვს ორი სასტუმრო, შერატონ ბათუმი და ჰილტონ ბათუმი.

კახეთშის რეგიონში გვყავს ხუთი პარტნიორი სასტუმრო: ჰოლიდეი ინ თელავი, ყვარლის ტბა, ესკიზ თელავი, ახაშენი ღვინის კურორტი და სპა და  შატო მერე.

მცხეთა მთიანეთის რეგიონში გვაქვს სასტუმრო რუმს ყაზბეგი.

სამეგრელო ზემო სვანეთში სასტუმრო ფოსტა მესტია.

სამცხე ჯავახეთის რეგიონში სასტუმრო  ქრაუნ პლაზა ბორჯომი.

ასევე მომხმარებელს ვთავაზობთ მცხეთა-მთიანეთის (სამთო სათხილამურო) რეგიონს რომელიც მოიცავს  ორ სასტუმროს: კვადრუმი გუდაური და მარკო პოლო გუდაური.

სამცხე-ჯავახეთის (სამთო სათხილამურო) რეგიონში კი შეხვდებით კრისტალ ბაკურიანს და რუმს კოხტას.

 

3.  როდის გაჩნდა თრეველ ბოქსის შექმნის იდეა და რამდენად გაამართლა ?

თრეველ ბოქსის შექმნის იდეა გაჩნდა პანდემიამდე და განხორციელდა პირველი „ლოკდაუნის“ დროს. იდეის ავტორი და კომპანიის დამფუძვნებელი გახლავთ სოფო ლაზარეიშვილი, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ტურიზმის სფეროში და არის კომპანია ჯორჯია თრეველ ჰოლდინგის დამფუძვნებელი.

იმის მიუხედავად რომ პანდემიაში შეიქმნა პროდუქტი, იდეამ ძალიან გაამართლა რადგან მოთხოვნა არის მზარდი რაც ძალიან გვიხარია.პროდუქტი საზოგადოებაში დიდი მოწონებით სარგებლობს, ვინც კი ერთხელ მაინც იწერს ბოქსს, ყველა ხდება ჩვენი ერთგული მომხარებელი და მოუთმენლად ელოდება მომდევნო სეზონის ბოქსის გამოსვლას.

4.  როგორ იმოქმედა პანდემიამ კომპანიის საქმიანობაზე?

პანდემიამ რათქმაუნდა ცუდათ იმოქმედა ტურიზმზე, თუმცა  მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პირველი ბოქსი ჩაეშვა ზაფხულში, როდესაც იყო ქვეყანაში როგორც იცით რთული ვითარება ჩვენ მაინც შევძელით ამ ყველაფერთან გამკლავება და ჩვენმა კომპანიამ მოახერხა განვითარება.

5. სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით, ხომ არ აპირებთ სერვისის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას?

რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, ივნისის დასაწყისში გამოვა ახალი ზაფხულის ბოქსი, რაზეც უკვე აქტიურად მუშაობს თრეველ ბოქსის გუნდი.

ასევე ვგეგმავთ ახალი რეგიონების და სასტუმროების დამატებას რათა უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდეს ჩვენი მომხმარებლისთვის თრველ ბოქსის გამოწერა.

გარდა ამისა გვაქვს უფრო მასშტაბური გეგმები რასაც ჯერჯერობით არ გავაჟღერებთ და სიურპრიზად დავტოვებთ.

6. როგორ ხდება თრეველ ბოქსის შეძენა?

თრეველ ბოქსის გამოსაწერად ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: www.travelbox.ge ასევე დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩვენს ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.