ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Travelfy: ჩინეთის მიმართულებით ავიარეისების რაოდენობა გაიზრდება, რაც ბილეთების გაიაფებას გამოიწვევს
27 თებერვალი, 2024

ჩინეთის მიმართულებით რეისების რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება. შესაბამისად, ბილეთების ფასებიც გაიაყდება, რადგან  რაც უფრო მეტი ავიარეისია -  ფასი უფრო დაბალია, - ამის შესახებ ტურისტული კომპანია Travelfy-ის  დამფუძნებელმა გიორგი მელიქიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, უვიზო მიმოსვლით ადამიანებს უფრო მარტივად შეეძლებათ გეგმების დასახვა, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება და ბიზნესის კეთება.

"გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა არის ორმხრივი,  პროცესი შეუქცევადია. ჩინეთის მოქალაქეების რაოდენობა დედამიწაზე ყველაზე მეტია. აქედან გამომდინარე, მოიმატებს რეისები, რაც საბოლოოდ ფასების დაწევას გამოიწვევს. ველოდებით, რომ შემომყვანი ტურიზმის მხრივაც უნდა გაიზარდოს რაოდენობა. ის რეისები, რომლებიც აქ ჩამოფრინდებიან უკან უნდა გაბრუნდნენ, შესაბამისად, აქედან გამსვლელი ტურისტებიც უფრო კომფორტულად და მარტივად გაემგზავრებიან ჩინეთში.

აღარ იქნება ის დისკომფორტი, რომელიც გამოწვეული იყო სავიზო პროცედურებით, ვადებით, ცოცხალი რიგებით. ხშირ შემთხვევაში მომხმარებლებს უწევდათ უარის თქმა ამ მიმართულებით წასვლაზე. რთული იყო ვიზის აღება. ცოცხალ რიგში ჩასადგომად ღამე უნდა მისულიყავი, ადამიანები  თავიანთ რიგს კვირაობით ელოდებოდნენ.  ეს დისკომფორტი, რომ მოიხსნება ტურიზმის ჭრილში ჩინეთისკენ მიმავალი ადამიანების რაოდენობა გაიზრდება.

ეს ყველაფერი ძალიან პოზიტიურად აისახება ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროზე. ადამიანებს უფრო მარტივად შეეძლებათ გეგმების დასახვა, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება და ბიზნესის კეთება", - განაცხადა გიორგი მელიქიშვილმა.

ცნობისთვის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ჩინეთში უვიზოდ დაჰყონ 30 დღე ზედიზედ.

შეგახსენებთ, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდ. ამასთან, საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში გაფორმდა.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.