აჭარაში საოჯახო მარნების მეპატრონეებს ქართული ღვინის წარდგენისა და სუფრაზე ღვინით მომსახურების შესახებ ტრენინგები უტარდებათ
აჭარაში საოჯახო მარნების მეპატრონეებს ქართული ღვინის წარდგენისა და სუფრაზე ღვინით მომსახურების შესახებ ტრენინგები უტარდებათ
ღვინის დაჭაშნიკების ძირითადი წესები, ღვინისა და კერძის კომბინირების პრინციპები, ტურისტებისთვის ქართული ღვინის წარდგენისა და სუფრაზე ღვინით მომსახურების წესები – ეს ის ძირითადი თემებია, რომლებსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები საოჯახო მარნების მეპატრონეებს აცნობენ.
ტრენინგს ქართველი სომელიე, ღვინის სკოლა-სტუდიის „კაბისტონის“ დამფუძნებელი ქეთი ჯურხაძე უძღვება.
ქედის შემდეგ ტრენინგებს ბათუმში კვების ობიექტების მეპატრონეებიც გაივლიან. ა
ჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტრენინგებს ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ატარებს.