წაღვერში, არჯევანიძის ტყეში 6 000 კვ.მ ტერიტორია იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძარი წაღვერის ტერიტორიაზე შერეული ტიპის ტყეს გაუჩნდა.
ადგილზე 10 სახანძრო ბრიგადა მუშაობს. ამ დროისთვის ხანძარი ძლიერდება და სავარაუდოდ სახანძრო ბრიგადების რაოდენობა გაიზრდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ცნობით, ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთვება. მათივე ინფორმაციით, ხანძარი მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის, რადგან ის დასახლებული პუნქტისგან მოშორებით გაჩნდა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
imedinews.ge