ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ჭუბერში პანელური ხიდის კონსტრუქციის მონტაჟი დასრულდა
11 ივლისი, 2018
ჭუბერში პანელური ხიდის კონსტრუქციის მონტაჟი დასრულებულია.
 
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციის ცნობით, დღის პირველ ნახევარში ხიდზე სამშენებლო ტექნიკა გაივლის და ნენსკრას მარცხენა სანაპიროზეც ინტენსიურ სამუშაოებს განახორციელებს.
 
მოსახლეობას შემოვლითი გზით, რომელიც ჭუბერის ცენტრიდან 20 კილომეტრით არის დაშორებული ყოველ დღე უწევდა გადაადგილება.
 
თავდაცვის სამინისტროსგან პანელური ხიდი საგანგებო შტაბმა პრობლემების დროული რეაგირებისთვის მოითხოვა. ხიდის მონტაჟი დაგეგმილზე ორი დღით ადრე სრულდება. ჭუბერში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 60-ზე მეტი სამშენებლო ტექნიკა მუშაობს, პარალელურად კი დაზიანებული გზებისა და ხიდების საპროექტო სამუშაოებიც მიმდინარეობს.
 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.