წყალტუბოში, ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრი გაიხსნა. ცენტრის ხელმძღვანელმა პრეზენტაცია წარადგინა, თუ როგორ და რა მიმართულებით იმუშავებს ობიექტი და რა სერვისებს შესთავაზებს ტურისტებს.
პრეზენტაციისას დეტალურად იყო საუბარი წყალტუბოში ტურიზმის განვითარების სტრატეგიასა და ამ მიმართულებით განსახორციელებელ აქტივობებზე. ტურიზმის ცენტრის შენობა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ ათი მსხვილი ობიექტის ფარგლებში რეაბილიტირდა.
ipress.ge