„თუ დღეს ვინმე ზრდის ქართული ღვინის ცნობადობას, ეს მხოლოდ მცირე მარნებია“ - ლევან კობერიძე
რადიო „კომერსანტზე“ თავის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ ლევან კობერიძემ ევროპულ ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი ამოცანაა დრო თვითდინებაზე არ იქნას მიშვებული და ღვინის ბრენდინგზე იხარჯებოდეს არა 3-4 მილიონი ლარი, არამედ გაცლებით მეტი თანხები.
„რადგან მთავარი გამოწვევა ცნობადობის გაზრდაა, ჩვენი ამოცანაა ვეცადოთ, რომ დრო თვითდინებაზე არ იყოს მიშვებული. საქართველოს ბიუჯეტში საკმარისად მოიძებნება თანხები იმისთვის, რომ ქართულ ბრენდინგზე იხარჯებოდეს არა 3-4 მილიონი ლარი, რაც ზღვაში წვეთია. გაცილებით მეტია საჭირო, იმიტომ რომ ამას გაცილებით მეტი ეფექტი ექნება“, - აღნიშნა ლევან კობერიძემ.
კობერიძის თქმით, ქართული ღვინის სტრუქტურაში ძალიან მნიშვნელოვანია მცირე, საოჯახო მარნების არსებობა და ღვინის ცნობადობას სწორედ ეს პატარა მარნები ზრდიან.
„არიან მსხვილი მწარმოებლები, რომლებიც უშვებენ 1-2 მილიონ, 10 მილიონ ან მეტ ბოთლ ღვინოს და ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ასეთი საწარმოო სიმძლავრეები იძლევა ვენახების, შესაბამისი ბაზის მომზადების საშუალებას, მაგრამ ქართული ღვინის სტრუქტურაში ძალიან მნიშვნელოვანი სუბიექტები გახდნენ პატარა საოჯახო მარნები.
თუ ვისაუბრებთ ქართლი ღვინის პრომოუშენზე, თუკი ვინმე აკეთებს დღეს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას და მომხმარებელთან დაახლოების საქმეს, ეს მხოლოდ მცირე მარნებია.
მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობაში ძალიან ცოტაა, კომუნიკაციის თვალსაზრისით ღვინის კატეგორიის ძალიან დიდი წონა აქვთ.
მცირე მარნებმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს და მათი დამსახურებაა, რომ დღეს ახალგაზრდები შედიან 8000 მოსავალი იქნება თუ სხვა ღვინის მიმართულების ობიექტი“, - აღნიშნა ლევან კობერიძემ.
commersant.ge