ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურისტები სასტუმროებს წინასწარ აღარ ჯავშნიან - Inn Group
06 ოქტომბერი, 2022

Inn Grop -  ის  აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე  კოკაიამ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ მიმდინარე წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი  შეაჯამა და  განმარტა, რომ მსოფლიოში განვითარებული მოვლენების  მიუხედავად საქართველოში ტურისტულმა სეზონმა,  როგორც აჭარის ზღვისპირეთში, ასევე თბილისში და მთის კურორტებზე დადებითად ჩაიარა.

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ  უკრაინაში  არსებულმა  ომმა  ტურიზმში გარკვეული ცვლილებები გამოიწვია და  ევროპელი ტურისტების რაოდენობა შეამცირა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სეზონი არ ჩავარდნილა.

რაც  შეეხება კონტინგენტს, ტურისტები ეროვნების იყოფოდა რეგიონების  მიხედვით , ჩვენ ჯგუფში შემავალ სასტუმროებში  თბილისში  ტურისტების აბსოლუტური  უმრავლესობა  იყვნენ  არაბები, იგივე იყო გუდაურშიც,  ბაკურიანში ადგილობრივი  დამსვენებლები ჭარბობდნენ, რაც  უკვე ტრადიციად  იქცა , ზღვისპირეთში  ცოტა სხვა სხვა  სურათი იყო, თავდაპირველად ჭარბობდნენ  ებრაელები, შემდეგ  არაბები და თურქები და მერე მოემატა ბელარუსის  და რუსი  ტურისტები“, -  აღნიშნა  ერეკლე  კოკაიამ.

პანდემიამდელ  პერიოდში შესაძლებელი იყო, რომ სასტუმროს მეპატრონეს გრძელვადიანად  განესაზღვრა თუ რამდენი  სტუმარი  ეყოლებოდა სეზონზე, რადგან ქართველებისგან განსხვავებით უცხოელი  სტუმრები ადრე  ჯავშნიდნენ ნომრებს , წელს კი ეს ეს დრო  ორ კვირამდეა  ჩამოყვანილი, რადგან ამაზე  ადრე სასტუმროებს ჯავშანი აღარ მისდით. კითხვაზე თუ რა  ხდება ამ მიმართულებით Inn  Group -ში შემავალ სასტუმროებში ერეკლე კოკაია  პასუხობს, რომ პანდემია არის  მთავარი  მიზეზი, რამაც მოგზაურობისადმი ტურისტების მიდგომა შეცვალა და დღეს უკვე ძალიან  რთულია  განსაზღვრო  თუ  რა იქნება სეზონის  პერიოდში.

„საკმაოდ არასტაბილურ  პერიოდში  ვცხოვრობთ, გარდა  ამისა  ეროვნებასაც  დიდი მნიშვნელობა  აქვს,  ევროპელი  ტურისტები პანდემიამდელ  პერიოდში  სასტუმროებზე ჯავშანს 1 წლით ადე  აკეთებდნენ , ესეც  შეიცვალა და  ეს  ორი კვირა  რაც  იყო  მიღებული და  შეგეძლო ორი კვირით  ადრე  გეთქვა  როგორი დატვირთვა ექნებოდა სასტუმროს, დღეს  ფაქტობრივად ეგეც შეუძლებელია.  იმიტომ რომ  ბოლო  რამდენიმე კვირის  განმავლობაში განსაკუთრებით მას  შემდეგ  რაც რუსეთში  გამოცხადდა მობილიზაცია, რომ სასტუმროებში, მათ შორის  თბილისშიც დაკავებულობა ძალიან არასტაბილურად გაიზარდა. ასევე შეუძლებელი გახდა ფასების წინასწარ განსაზღვრაც“, -  აღნიშნა ერეკლე  კოკაიამ.

რაც შეეხება ფასებს  კოკაია  ამბობს  რომ დღევანდელმა  ფასებმა  პანდემიამდელ  ფასებს  გადააჭარბა, თუმცა აღსანიშნავია  ისიც, რომ ყველანაირი ხარჯი რაც  სასტუმროს სჭირდება გაზრდილია,  ასევე გაზრდილია  კომუნალური გადასახადებიც.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.