ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურისტების მხრიდან დაინტერესება საკმაოდ მაღალია – „ჩაი მთაჩი“-ის სამომავლო გეგმები
03 ოქტომბერი, 2022

ქართული ნატურალური “ჩაი მთაჩი“ ალპურ  ზონაში ზღვის დონიდან 1900-2700 მ-ზე, ყაზბეგის ეროვნულ პარკში იკრიფება. პროფესიით გიდს, თემო მაისურაძეს ქართული ბალახეული ჩაის ბიზნესის წამოწყების იდეა მაშინ გაუჩნდა, როდესაც ტურისტებს ქართული ბალახეული ჩაის ისტორიაზე და წინაპრების მიერ მის გამოყენების კულტურაზე უყვებოდა.

როგორც  სტარტაპის  „ჩაი მთაჩი“ დამფუძნებელი, თემო მაისურაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, ჩაი დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც ქართველებში, ასევე უცხოელ ტურისტებშიც.

„პროფესიით ვარ გიდი, ტურიზმის სექტორში ვარ დასაქმებული, მოგეხსენებათ, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. კვირაში დაახლოებით 3-4 დღეს ამ რეგიონში ვატარებდი. ბალახეული ჩაის წარმოების იდეა გაჩნდა იქიდან, როდესაც ტურისტებს ვუყვებოდი, იმის შესახებ, რომ ჩვენი წინაპრები უხსოვარი დროიდან ბალახეულ ჩაის იყენებდნენ და დღემდე ყაზბეგში ყველა ოჯახში სამყოფი მარაგი ყოველთვის არის.

თუმცა ტურისტს რომ ეს გაასინჯო, მაგალითად ბეგქონდარას ჩაი, ცოტა რთულია, რადგან რომელიმე ოჯახს უნდა მიადგე და სთხოვო, ეს ცოტა უხერხულობას ქმნის, შესაბამისად, რადგან ტურისტებში დაინტერესება დავინახე, პლუს ამას ეს რეგიონის შემადგენელი ნაწილიც იყო, გამიჩნდა იდეა, რომ დამეწყო ჩაის წარმოება. თავიდან დიდი გამოცდილება მეც არ მქონია, მაგრამ ყოველი ახალი დღე ახალი შესაძლებლობაა,  რაღაცას კითხულობ , სწავლობ ახალ კონტაქტებს იძენ. თავიდან გაფართოებაში პანდემიამ ხელი შემიშალა, თუმცა დრეს ბაზარზე ვარ და პროდუქტსაც აქტიურად ვყიდი“, - აღნიშნა თემო მაისურაძემ.

„ჩაი მთაჩი“ ამ ეტაპზე  სამი სახეობის ბალახეულ ჩაის აწარმოებს, ესენია ბეგქონდარა, ყვავილოვანი ნაკრები და ბალახეულის ნაკრები. როგორც თემო მაისურაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, ეს სამი სახეობა იმიტომ შეარჩია, რომ ყველაზე ნეიტრალური სახეობებია.

მისი თქმით, მთავარი ორიენტირი არის განსაკუთრებული გემო. რაც შეეხება დაინტერესებას თემო მაისურაძე ამბობს, რომ მოლაშქრეებისთვის „ჩაი მთაჩი“ პირველი ინტერესის საგანია, თუმცა აქტიურად  ყიდულობენ ტურისტებიც, ძირითადი მომხმარებლები არიან გერმანელები, შემდეგ პოლონელები, ავსტრიელები და ებრაელები. 

„რაც შეეხება  შიდა ბაზარს, ჩვენთან, ჩვენი მეზობლებისგან განსხვავებით ჩაის სმის კულტურა დიდად არ არის, ჩვენთან უფრო ყავა უყვართ, მაგრამ პროდუქტს მომხმარებლები მაინც ჰყავს, ასევე აქტიურად ყიდულობენ იოგას მიმდევრები“, - აღნიშნა თემო მაისურაძემ.

პროდუქცია ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ იყიდება და 50 გრამიანი შეფუთვის ფასი 18-20 ლარია, ხოლო თბილისის ქსელურ მარკეტებში ნოემბრიდან გამოჩნდება.

“ჩაი მთაჩი“ -ს საწარმო  ყაზბეგში სოფელ გერგეტში მდებარეობს, საწარმოს საწყისი ინვესტიცია 3000 დოლარია. როგორც თემო მაისურაძე აღნიშნავს ინვესტიცია პირადი სახსრებით განახორციელა, ამ ეტაპზე  სტარტაპი 5 ადამიანს ასაქმებს, რაც  შეეხება ბრენდის სახელს, ის ადგილმდებარეობიდან მომდინარეობს, რადგან მოხევეები ადგილის აღმნიშვნელ  „ში“- ს მაგივრად „ჩი“-ს

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.