ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
“ტურისტების შემოსვლა და გაზრდილი მომხმარებელი გაყიდვებს დაეტყო“ - SWAROVSKI Georgia
01 სექტემბერი, 2021

“ონლაინგაყიდვები ძალიან დაგვეხმარა. სწორედ ამის ხარჯზე შევძელით, რომ კოლოსალურ დანაკარგებზე არ გავსულიყავით”, - ამის შესახებ bm.ge-ს SWAROVSKI Georgia-ს ბრენდმენეჯერმა ნინო ფრანგულაიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, გასულ წელთან შედარებით, გაყიდვების კუთხით უკეთესი ვითარებაა და შედეგებს წლის ბოლოს დაითვლიან.

“ტურისტების შემოსვლა და შედეგად გაზრდილი მომხმარებელი მაღაზიის გაყიდვებს დაეტყო. წინა წელთან შედარებით ტრაფიკი 30%-40%-ით გაიზარდა“, - აღნიშნა ნინო ფრანგულაიშვილმა და იქვე დასძინა, რომ „კიდევ ერთი ჩაკეტვის შემთხვევაში, ბიზნესი ფეხზე თამამად წამოდგომას ვერ შეძლებს“.

SWAROVSKI Georgia-ს ბრენდ მენეჯერის თქმითვე, მათთან სამკაულების გარკვეულ ნაწილზე ფასები 10%-ით გაიზარდა.

ავსტრიული ბრენდი SWAROVSKI საქართველოში ორ მაღაზიით რუსთაველის გამზირსა და "თბილისი მოლშია" წარმოდგენილი.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.