ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურისტების თვლის განახლებული მეთოდი
03 ივლისი, 2018

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ განახლებული მეთოდოლოგიით შედგენილი 2017 წლის ტურიზმის სტატისტიკური მიმოხილვის პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიებაზე 2017 წლის ტურიზმის სტატისტიკის გრაფიკული ვიდეოს პრეზენტაცია მოეწყო. ინოვაციური ვიდეო მარტივად გასაგებად აღწერს ტურიზმის სხვადასხვა სექტორის სტატისტიკას. ვიდეო გვიჩვენებს, როგორი იქნებოდა ტურიზმის სტატისტიკური მონაცემები საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა ასი რომ იყოს.

როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, განახლებული ტურიზმის სტატისტიკა ახალ, შეცვლილ მეთოდოლოგიას ეფუძნება, რომელიც შემუშავებულია ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად. 

ანგარიში მოიცავს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ახლახანს გამოქვეყნებული საერთაშორისო ვიზიტორთა მახასიათებლების კვლევის მონაცემებს.

2017 წლის სტატისტიკური ანგარიში მიმოხილავს ტურიზმის სექტორში არსებულ მდგომარეობას და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით განხორცილებულ აქტივობებს. პუბლიკაციაში განხილულია საერთაშორისო ვიზიტების, საერთაშორისო და შიდა ვიზიტორების მახასიათებლების, ეკონომიკური ინდიკატორების, საავიაციო და განთავსების ბაზრებისა და დაცული ტერიტორიების შესახებ ინფორმაცია.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.