ახალ სეზონზე მგზავრებს ქობულეთის რეაბილიტირებული ვაგზალი დახვდება.
საქართველოს რკინიგზამ სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაასრულა.
რეაბილიტაციის ფარგლებში შეიცვალა სახურავი, საწვიმარი ღარი და წყალსარინი სისტემა. ვაგზლის ტერიტორიაზე გამოიცვალა ელექტროსადენები, შეიცვალა ბაქანზე არსებული დაზიანებული ფილები და დამონტაჟდა ახალი LED სანათები.
რკინიგზა ეტაპობრივად ახორციელებს მის საკუთრებაში მყოფი სადგურებისა და ბაქნების ინფრასტრუქტურულ პროექტებს. რკინიგზის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ადგილობრივმა კომპანიამ გაიმარჯვა.
www.travelingeorgia.ge