ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურისტერი 2023 - ტურიზმის ფესტივალი
10 ოქტომბერი, 2023

"ტურისტერი" არის ტურიზმის და სტუმარმასპინძლობის ინდისტრიის B2B და B2C პლატფორმა საქართველოში, სადაც საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები საუბრობენ ამ სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან ტრენდებზე და გამოწვევებზე. თქვენ გექნებათ საშუალება გაიაზროთ ტურიზმის გლობალური ტრენდები და ამჟამინდელი ლოკალური პროცესები , რათა მომავალს კიდევ უფრო მომზადებული შევხვდეთ და ხელი შევუწყოთ ჩვენი ბიზნესების და ქართული ტურიზმის მდგრად განვითარებას.

სად და როდის ტარდება „ტურისტერი“

ტურიზმის ფესტივალი „ტურისტერი“ წელს 10 და 11 ნოემბერს სასტუმრო რედისონ ბლუ ბათუმში ჩატარდება.

ფესტივალის ფორმატი:

ფესტივალზე თქვენ დაგხვდებათ ტურიზმის ინდუსტრიის საერთაშორისო და ადგილობრივი პროფესიონალების მიერ წარმართული პანელური დისკუსიები, სპიკერთა პრეზენტაციები, ბიზნეს გამოფენა და რაც მთავარია ნეთვორქინგის და ახალი ურთიერთობების დამყარების უნიკალური შესაძლებლობა.

ფესტივალის წლევანდელი თემები:

ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა შეცვალა ცხოვრების წესი და კიდევ უფრო მეტი ადგილი დაეთმო ტექნოლოგიებს. შესაბამისად შეცვალა დასვენების, მუშაობის და ტრანსპორტირების ფორმები, რასაც ავტომატურად ფეხს უბამს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია. ეს კი იწვევს რადიკალურად განსხვავებული პროდუქტების და სერვისების გაჩენას.რაშიც მნიშვნელოვან როლს იკავებს ხელოვნური ინტელექტი (განსაკუთრებით ე.წ. Generative AI) და იგი აქტიურად შემოდის ტურიზმის ინდუსტრიაში, ამას კი ავტომატურად მოჰყვება შესაბამისი სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარება და ტექნოლოგიების ახალი ფორმით გადააზრება; აქედან გამომდინარე იცვლება ტურიზმის მარკეტინგის ტაქტიკებიც და უმნიშვნელოვანეს როლს იკავებს მონაცემთა ანალიტიკა, რომლის საშუალებით უსწრაფესად ხდება მყისიერად ცვლადი ტურიზმის ინდუსტრიის ტენდენციებისადმი მორგება. შესაბამისად, ჩვენი წლევანდელი თემები ფოკუსირდება შემდეგ ოთხ საკითხზე:

  1. ციფრული ტექნოლოგიები ტურიზმში
  2. ტურისტის ქცევის ცვლილება
  3. ტურიზმის მარკეტინგი
  4. მონაცემთა ანალიტიკა ტურიზმში

ვის მოუსმენთ „ტურისტერზე“

2 დღის განმავლობაში ფესტივალის 400-მდე სტუმარს საშუალება ექნება მოუსმინოს მსოფლიო ტურიზმის ლიდერი კომპანიების და გამოცდილი ადგილობრივი პროფესიონალების გამოსვლებს და პანელურ დისკუსიებს:

საერთაშორისო სპიკერები:

  1. ალექსანდერ გროსი - TripAdvisor, კლიენტთა მომსახურების მენეჯერი, ესპანეთი
  2. ლაურა მილოშ სანჩესი - Expedia, ბიზნესის განვითარების მენეჯერი, დიდი ბრიტანეთი
  3. ჟივკო გურმანოვი - Google Cloud-ის პარტნიორი Cloud Office-ის ციფრული ტრანსფორმაციის ექსპერტი, ბულგარეთი
  4. ტომი ილიაში - Arctur - დამფუძნებელი და CEO, ევროპაში ერთ-ერთი დიდი მონაცემთა ცენტრის მფლობელი კომპანია, სლოვენია
  5. ანტონიო ამენდოლა - Boats and Go, დამფუძნებელი, საზღვაო ტურიზმის აქტივობების (დაივინგი, ტრანსპორტის გაქირავება და სხვა) ე.წ. booking.com
  6. ბერნდ ნეში - Berlin Travel Festival, დირექტორი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გერმანიის ტურიზმის ინდუსტრიაში, ITB Berlin-is ოფიციალური პარტნიორი, გერმანია
  7. ენტონი პოველი - Sojern, გაყიდვების დირექტორი, მსოფლიოს #1 ტურიზმის მარკეტინგის პლატფორმა დანიშნულების ადგილებისთვის და სასტუმროებისთვის, დიდი ბრიტანეთი

ადგილობრივი სპიკერები:

  1. მაია ვერძაძე - Hill Inn, დამფუძნებელი, არაორდინალური სასტუმრო აჭარის მთებში
  2. ირაკლი თევზაძე - Arealy, CEO, სასტუმროების მართვის უნიკალური ქართული გადაწყვეტილება
  3. რუსო კობახიძე - Bolt, საქართველოს მარკეტინგის ლიდი, ბოლტის ტაქსების სერვისი
  4. სულხან სალაძე - National Geographic საქართველოს კონტრიბუტორი
  5. ლუკა ხვადაგიანი - GLOVO, ბიზნეს ინოვაციების მენეჯერი
  6. თორნიკე ცირამუა - Biliki App, CEO, ტურისტული მარშრუტების გაყიდვის ქართული ტექნოლოგიური გადაწყვეტილება
  7. ლაშა ნაკაშიძე - Westminster Foundation for Democracy-ის ხელმძღვანელი საქართველოში, ურბანული ტრანსპორტირების ექსპერტი
  8. სანდრო ოქროპირიძე - STORI AI, დამფუძნებელი და CEO, Generative AI-ზე დაფუძნებული ქართული მარკეტინგული გადაწყვეტილებები
  9. თინათინ გოგუაძე - eConsul, თანადამფუძნებელი, ადგილობრივი ტურისტების მოგზაურობის საკითხების ქართული ტექნოლოგიური გადაწყვეტა
  10. თორნიკე გაბიცინაშვილი - GLOVO, კომერციული დირექტორი
  11. დათო მახარაძე - ციფრული მარკეტინგული სააგენტო „შინდი“, - CEO
  12. და სხვები.

ბილეთის რაოდენობა შეზღუდულია.

ბილეთების საფასური:

100 ლარი - პირველი კალათა - მისი ამოწურვის შედეგ გაიყიდება მეორე კალათა

150 ლარი - მეორე კალათა

კორპორატიული ან სტუდენტური ტარიფის მიღებისთვის მოგვწერეთ: 2023@tourister.ge

საიტი: https://www.tourister.ge

სოც. ქსელები:

https://www.facebook.com/tourister.ge

https://www.linkedin.com/company/tourister-festival

https://www.instagram.com/tourister_ge

ფესტივალის ორგანიზატორები არიან: ტურიზმის ინსტიტუტი და შინდი

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.