ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
2018 წლიდან საქართველოს ტურისტულ მარშრუტებს დაშბაშის განვითარებული კანიონი დაემატება
19 აპრილი, 2017

2018 წლიდან საქართველოს ტურისტულ მარშრუტებს დაშბაშის განვითარებული კანიონი დაემატება. როგორც საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თომა დეკონიძე „კომერსანტთან" აცხადებს, ამ დროისთვის მიმდინარეობს მენეჯმენტის გეგმის შემუშავების პროცესი, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოდე დასრულდება. მისივე მტკიცებით, მხოლოდ ამის შედეგ დაიწყება უშუალოდ კანიონის განვითარების პროცესი.

დეკანოიძის განმარტებით, კანიონი ალგეთის ეროვნულ პარკში მდებარეობს, შედეგად,დაგეგმილია როგორც პარკის კეთილმოწყობა და იქ ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა, ისე კანიონის ინფრასტრუქტურის განვითარება. მისი ინფორმაციით, უკვე დაწყებულია ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა, რაც დაშბაშის კანიონის სამომავლო განვითარების წინაპირობა იქნება.

კონკრეტულად, როგორ განვითარდება დაშბაშის კანიონი, ამის შესახებ გადაწყვეტილება წლის ბოლომდე იქნება მიღებული. როგორც დეკანოიძე აცხადებს, ალგეთის ეროვნული პარკისთვის თანხა 2 მილიონი ევროს ოდენობით გერმანიის რეკოსნტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KFW) და გერმანიის მთავრობის მიერ არის გამოყოფილი.

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, რომ დაშბაშის კანიონი ამ დროისთვის ხელმისაწვდომია ტურისტებისთვის და საკმაოდ მოთხოვნადიც არის.

დაშბაშის კანიონი სამხრეთ საქართველოში, წალკაში, მდინარე ხრამის ხეობაში, ზღვის დონიდან 1100-1500 მეტრზე მდებარეობს. ის ბუნების ძეგლს წარმოადგენს მდ. ქციის (ხრამის) მიერ დაშბაშის ლავურ მაღლობზე. კანიონის სიგრძე 8 კმ-ს აღწევს, არის ზომიერად ნოტიო ჰავა. ტემპერატურის წლიური ამპლიტუდა საკმაოდ მაღალია. აქ იანვრის საშუალო ტემპერატურა -4 -6, ხოლო ივლისის - +16+18 გრადუსია.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურა 2 კანიონში -ოკაცეს (ხონის რაიონი) და მარტვილის (მარტვილის რაიონი)კანიონებშია მოწყობილი.

ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი

COMMERSANT.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.