ტურისტულ მარშუტებზე მოსასვენებელი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვა არ შედგა
ტურისტულ მარშუტებზე მოსასვენებელი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვა არ შედგა. როგორც "საქმის კურსს" სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, თელავის, ყაზბეგის, გუდაურის, ამბროლაურის და ახალციხის მიმართულებით არსებულ ტურისტულ მარშუტებზე გასაჩერებელი, მოსასველებელი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვა შარშან ზაფხულში იყო გამოცხადებული, თუმცა, მოცემულ ვადაში კომპანიებმა წინადადებები ვერ წარმოდგინეს.
ინტერესთა გამოხატვა ხელმეორედ არ გამოცხადებულა და პროექტის შეთავაზება სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე აქვს განთავსებული.
პროექტის მიხედვით, გასაჩერებელი ინფრასტრუქტურის მოწყობის პირობით ინვესტორს 15 წლის ვადით აღნაგობის უფლებით გადაეცემოდა უძრავი ქონება. სააგენტო ჯამში ინტერესთა გამოხატვას 5 სხვადასხვა პროექტზე აცხადებდა.
www.bm.ge