ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურისტული ადგილები, რომლებსაც 2019 წელს Google-ით ყველაზე ხშირად ეძებენ
24 სექტემბერი, 2019

კომპანია Google ასახელებს ყველაზე რეიტინგულ ცნობილ ღირსშესანიშნაობას, რომლებსაც 2019 წლის დასაწყისიდან დღემდე საძიებო სისტემაში ყველაზე ხშირად მოძებნეს.Google-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხევით, პირველ 3 ადგილს მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას არსებული „დისნეილენდი“ იკავებს. შემდეგ კი მათ ისეთი ცნობილი ტურისტული ადგილები მოჰყვებიან, როგორიც არის თაჯ-მაჰალი, მაჩუ-პიქჩუ და სხვა.

აღსანიშნავია, რომ სტატისკაში მითითებულია ის, რამდენად ხშირად ეძებენ ამა თუ იმ ადგილს საშუალოდ 1 თვის განმავლობაში. მათი ათეული ასე გამოიყურება:

  • ანაჰაიმის „დისნეილენდი“ (კალიფორნია, აშშ) – 1 702 000
  • პარიზის „დისნეილენდი“ (საფრანგეთი) – 1 222 000
  • ორლანდოს „დისნეილენდი“ (ფლორიდა, აშშ) – 1 140 000
  • თაჯ-მაჰალი (ინდოეთი) – 1 063 000
  • მაჩუ-პიქჩუ (პერუ) – 1 056 000
  • კოლორადოს დიდი კანიონი (არიზონა, აშშ) – 884 000
  • ცათამბჯენი „ბურჯ-ხალიფა“ (დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები) – 719 000
  • ეიფელის კოშკი (პარიზი, საფრანგეთი) – 793 000
  • იელოუსტოუნის ეროვნული პარკი (უაიომინგი, აშშ) – 761 000
  • ნიაგარის ჩანჩქერი (აშშ/კანადა) – 719 000

წყარო: bpn.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.