ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურისტული ბაზრის ქცევა რადიკალურადაა შეცვლილი, ამის საპასუხოდ სახელმწიფოს გეგმები ჯერ კიდევ ბუნდოვანია
24 მაისი, 2021

ტურისტული ბაზარი დიდი ცვლილებებისა და გადალაგების პროცესშია, იცვლება მომხმარებელთა ქცევა, მათი ვიზიტების ხანგრძლივობა და სამიზნე ლოკაციები, იმის  და მიხედვით, თუ რომელი ქვეყანა რა პირობებს სთავაზობს მათ. ავიაციის ექსპერტი თამუნა თანდაშვილი „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ ამ ცვლილებების პროცესში , ჯერ კიდევ ბუნდოვანია იმის გარკვევა თუ რას აკეთებს საქართველო, რათა ფეხი აუწყოს მოვლენებს.

„ის მრავალწლიანი ქცევა, რაც ჰქონდა მომხმარებელს არის აბსოლუტურად შეცვლილი . გრძელვადიანი გეგმები შეცვლილია მოკლევადიანით. თუ ადრე ევროპული ბაზარი ერთი თვით ადრე აკეთებდა ჯავშნებს, გეგმავდა სად დაესვენა, ახლა ეს სრულად შეცვლილლია. ისინი მოკლევადიან გადაწყვეტილებებს იღებენ იმის მიხედვით, თუ როგორ რეგულაციებს სთავაზობენ ქვეყნები, რამდენად გახსნილია, რამდენად უსაფრთხოა და ლანდშაფტურად თუ აქვს ქვეყანას შესაძლებლობა, რომ სეზონზე რამე კონკრეტული პროდუქტები შესთავაზოს ტურისტულ ბაზრებს. საქართველოს საბედნიეროდ აქვს ეს უპირატესობა, რომ ოთხივე სეზონზე შეუძლია შესთავაზოს ტურისტს პროდუქტები . მეორე მხარეა უკვე რამდენი ხნით ჩამოვლენ - ესეც შეცვლილია. ახლა უკვე ხანგრძლივი ვადით ჩამოდიან იმიტომ, რომ ეს ვაქცინაციის ნაწილი, ძალიან დიდ გავლენას ახდენს ყველაფერზე. ასევე დიდ ქალაქებზე აქცენტი არ კეთდება. საქართველომ ახლა უნდა დააპოზიციონიროს რეგიონები და განსაკუთრებით ისეთი, სადაც ხალხის კონცენტრაცია მაღალი არ არის, რას აკეთებს საქართველო ამისთვის ცოტა ბუნდოვანია. კონკრეტულ ბაზრებზე კომუნიკაციის შესახებ არ არის ცნობილი. როცა გამოვაცხადეთ რომ მწვანე ზონა ვართ და ტურისტებს აქტიურად მივიღებდით და შემდეგ ეს ვერ გავაკეთეთ, ამან ძალიან დიდი ზიანი მიაყენა კერძო სექტორს. სავარაუდოდ სახელმწიფო ფრთხილობს რომ, რამე ხმამაღალი განცხადება გააკეთოს.

წლის დასაწყისში იყო მოკლევადიანი გეგმა მაგრამ ძალაიან იყო დაკავშირებული ქვეყნის რეგულაციებთან. სტუმარმასპინძლობის სექტორი ფაქტიურად გაჩერებული იყო. ახლა თუ გავხსნით ზაფხულის პროდუქტებზე ხელმისაწვდომობას, ტრადიციული ბაზრებზე იქნება სწორება, ახალი ბაზრების მოზიდვა არ იქნება უპრიანი და არც აქვს სახელმწიფოს ამის რესურსი,“  - განმარტავს თამუნა თანდაშვილი.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.