ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ტურისტული ემბარგოს შემდეგ ყველაზე დიდი რისკ სექტორი სოფლის მეურნეობაა“
09 ივლისი, 2019

რუსეთის მხრიდან დაწესებული ავიასანქციების შემდეგ არ არის გამორიცხული ანალოგიური გადაწყვეტილება მეზობელმა ქვეყანამ სოფლის მეურნეობის სექტორთან მიმართებაშიც მიიღოს. ამის შესახებ გადაცემაში „ფორბსის კვირა“ საკონსულტაციო კომპანია PMCG-ს გენერალურმა დირექტორმა ლექსო ალექსიშვილმა განაცხადა.

იმ იმპულსებს, რაც დღეს რუსეთიდან მოდის, სახელმწიფომ ერთადერთი, რაც შეუძლია დაუპირისპიროს ეკონომიკის დივერსფიცირება და დიდ ბაზრებთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების გაფორმებაა.

„გადაწყვეტილებების მიღების ნაუცფათეობა, რაციონალურობას მოკლებული გადაწყვეტილებები, რომელიც ხდება მეზობელი ქვეყნიდან, ადასტურებს იმას, რომ ხვალ შეიძლება ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღონ. რა ხასიათზე გაიღვიძენებ და რას იტყვიან, არ ვიცით. ნებისმიერ შემთხვევაში ეს შეიძლება მოხდეს.ამიტომ ყველაზე დიდი რისკ სექტორი არის ბუნებრივია სოფლის მეურნეობა.

რა შეიძლება აქაც, რომ დაუპირისპიროს ადამიანმა. ყველაზე მთავარი რაც არის, ეს არის დივერსიფიცირება. როგორ შეიძლება რუსეთთან ერთად გაჩნდეს სხვა ბაზრები. საქართველო არის პატარა ქვეყანა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მთავარი ღერძი არის ღია ეკონომიკა. ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაგრძელოთ, თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმება დიდ ბაზრებთან. ეს არის აუცილებელი პირობა ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიცირებისთვის.

ჩინეთის ბაზარი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ევროპის ბაზარი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. უნდა დაემატოს მას ინდოეთი, ინდონეზიაც და ნებისმიერი სხვა დიდი ქვეყანა, მაგალითად არაბული ქვეყნები და ა.შ “-აცხადებს ლექსო ალექსიშვილი.

BM.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.