გვეწვიეთ 27-29 აპრილს საგამოფენო ცენტრ "ექსპოჯორჯიაში" მე-19 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე!
3 დღის მანძილზე ტურისტული და ავია კომპანიები, სასტუმროები და სანატორიუმები თავიანთ პროდუქციას და მომსახურების სფეროებს წარმოადგენენ. ადგილობრივი თუ საერთაშორისო ტურისტული ორგანიზაციები დამთვალიერებლებს სრულ ინფორმაციას წარუდგენენ ამა თუ იმ ადგილის საკურორტო უპირატესობების შესახებ, ეს კი დასვენებისა და მოგზაურობისათვის ადგილის სწორად შერჩევაში დაგეხმარებათ.