ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურისტული გამოფენის მესამე დღე
29 აპრილი, 2017

წელს პირველად, საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ფესტივალის სტუმრებს სპეციალურ შეთავაზებებს, სამოგზაურო პაკეტებს ექსკლუზიურ ფასად, კონკურსებს, გათამაშებებს და სხვადასხვა გასართობ ღონისძიებასა თუ სიურპრიზს სთავაზობდა. 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო გამოფენის სტუმრებისთვის სპეციალურ გათამაშებას მოაწყო. 

სამი დღის განმავლობაში, დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ სპეციალურ დოლურაში სავიზიტო ბარათები მოეთავსებინათ, დღეს კი, 13:30 საათზე ტურიზმის ეროვნული სააგენტო გამარჯვებულები გამოავლინა, რომლებსაც Check in Georgia-ს ფარგლებში დაგეგმილ შემდეგ ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთები საჩუქრად გადაეათ.

1. Tete Noise/String Quartet
2. Robert Henke
3. GEM FEST
4. თამარ გვერდწითლი

გათამაშებები მოაწყეს სხვა მონაწილეებმაც,  სასტუმრომ „მუზეუმი“ გამოფენის ვიზიტორებისთვის ფასდაკლების ბარათები გაათამაშა. 

ხოლო ავიაკოპანიამ „თურქეთის ავიახაზები“ ბილეთები სტამბულის მიმართულებით გამარჯვებულებს გადასცა.


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.