ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურისტული მატარებელი „სოჭი“ რუსეთიდან აფხაზეთში მიმოსვლას აპრილიდან განაახლებს
14 აპრილი, 2021

ტურისტული მატარებელი „სოჭი“ რუსეთიდან აფხაზეთში მიმოსვლას აპრილის ბოლოდან განაახლებს. ინფორმაციას  Newkuban-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსეთის რკინიგზა ტურისტული მატარებელ „სოჭი“-ს რეისების განახლებას აქამდეც აანონსებდა. 29 აპრილიდან მატარებელი მოსკოვი-გაგრას მიმართულებით ერთჯერად რეისს შეასრულებს. 2 მაისიდან კი აღნიშნული მატარებელი მიმოსვლას ტუაპსე-სოჭი-გაგრას მიმართულებით შეასრულებს. გარდა ამისა, დაგეგმილია რეისები მოკლე მანძილზე - სოჭი-გაგრა. ტურისტებს საშუალება ექნებათ აფხაზეთის ღირსშესანიშნავი ადგილები მოინახულონ, მათ შორის რიწა და ახალი ათონი, ასევე მოინახულებენ გაგრას, სოხუმს და სხვა ქალაქებს.

ცნობისთვის, ტურისტული მატარებელი „სოჭი“ ტუაპსე-გაგრა საბჭოთა ეპოქის სტილშია მოწყობილი. მის შემადგენლობაში - პლაცკარტის და კუპე ვაგონებია. მატარებელში არის რესტორანი, ბარი, რომელთა ინტერიერი 1970-1980 წლების სტილშია გადაწყვეტილი. ვაგონები ბიოტუალეტებით, კონდინციონერებით და USB დასატენებითაა აღჭურვილი.

მატარებელმა მოძრაობა 2020 წლის აგვისტოში დაიწყო. ახალ წელს ის კისლოვოდსკამდე დადიოდა, მარტის უქმეებში კი აფხაზეთის ღირშესანიშნაობების დათვალიერების მიზნით ექსკურსიებს აწყობდნენ.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.