2023 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმის შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია და 3.25 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც თითქმის 2019 წლის ჯამურ მაჩვენებელს უტოლდება.
გალტ & თაგარტი ეკონომიკური ტენდენციების მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს 4.8 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი სტუმრობდა, საიდანაც 3.7 მილიონი ტურისტი იყო, დანარჩენი კი ერთ-დღიანი ვიზიტორები.
შემოსავლებისგან განსხვავებით, ტურისტული ვიზიტები ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა პანდემიამდელ ნიშნულს და 2019 წლის დონის 91.6% შეადგინა.
9 თვის ტურისტული შემოსავლები წლების მიხედვით:
|
$მლრდ |
I-III/2023 |
3,257 |
I-III/2022 |
2,517 |
I-III/2021 |
0,865 |
I-III/2020 |
0,499 |
I-III/2019 |
3,269 |
წყარო: G&T & NBG