ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურისტული სეზონის ბოლოს სარესტორნო ბიზნესის მოგება 2019 წლის მაჩვენებელს 20%-ით გადააჭარბებს - ასოციაცია
04 ივლისი, 2022

„ტურისტული სეზონის ბოლოს სარესტორნო ბიზნესის მოგება 2019 წლის მაჩვენებელს 20%-ით გადააჭარბებს“, — განაცხადა „კომერსანტთან“ რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, დღევანდელი მდგომარეობის მიუხედავად არსებული პრობლემებისა, სარესტორნო სექტორი 2019 წლის მაჩვენებელის 95%-ს უკვე გაუტოლდა.

„ზაფხულის სეზონზე ველოდებით, რომ სექტორის შემოსავლების ზრდა არა მხოლოდ აჭარაში იქნება, არამედ იმერეთში და შემდეგ უკვე კახეთშიც, თუმცა თბილისი მაინც ლიდერობას შეინარჩუნებს. დღევანდელი მდგომარეობით სარესტორნო სექტორის შემოსვალები 2019 წლის მაჩვენებელის 95%-ს უტოლდება, ეს გაიზრდება და დარწმუნებული ვარ ტურისტული სეზონის ბოლოს ბევრად მეტი იქნება ვიდრე პანდემიამდე იყო. ვფიქრობ, რომ ზაფხულის ბოლოს სარესტორნო ბიზნესის მოგება 2019 წლის მაჩვენებელს 20%-ით გადააჭარბებს, თუმცა ზუსტი რიცხვის დასახელება რა თქმა უნდა გამიჭირდება“, — ამბობს ბურჯანაძე.

რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი იხსენებს, რომ პანდემიამდე სარესტორნო ბიზნესის წლიური ბრუნვა 3.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა და ამ სფეროში 300 000 ადამიანი იყო დასაქმებული. მისი თქმით, ამ ადამიანების დიდმა ნაწილმა სამსახურებიდან გათავისუფლების შემდეგ ქვეყანა დატოვა, ან სხვა სფეროში გადაინაცვლა, რაც ამ სექტორში დასაქმებული პროფესიონალების ნაკლებობას იწვევს, გარდა ამისა დაიხურა ბევრი რესტორანი, ამიტომ არსებულ არც ისე მარტივ ვითარებაში რესტორნების მოგება მხოლოდ მცირედით გაიზრდება.

commersant.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.