"მეტი ტურისტი ჩვენს ქვეყანაში ნიშნავს, მეტ დასაქმებას, მეტ სამუშაო ადგილს და მეტ შემოსავალს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ აგვისტოს თვეში კიდევ ერთი რეკორდი დამყარდა. იანვრიდან მოყოლებული 32%-იანი მატება გვაქვს. მოხარულები ვართ, რომ საქართველოში სიტყვა - ტურიზმი გადაიქცა წარმატების სინონიმად. ეს არ არის ჩვენი მთავრობის, ეკონომიკის სამინისტროს და ტურიზმის ადმინისტრაციის წარმატება, ეს არის იმ ადამიანების წარმატება, რომლებიც დაკავებული არიან ბიზნეს სექტორში ტურიზმის მიმართულებით. "- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.
www.bm.ge