ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურისტული სეზონისთვის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება
28 მაისი, 2018

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, გზის საფარის აღდგენითი სამუშაო მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარტამანეტის ცნობით, ტურისტული სეზონისთვის, ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზა სრულად შეკეთდება. დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოხდება გზის ორმოული შეკეთება და ჰორიზონტალური მონიშვნები,  მოწესრიგდება დაზიანებული ბორდიურები და საგზაო ნიშნები.

სამუშაოს დასრულების შემდეგ, გუდაურისა და ყაზბეგის საკურორტო ზონებამდე მისვლა  შეუფერხებლად და კომფორტულად იქნება შესაძლებელი.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.