ტურისტული სეზონისთვის, მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით გზების ჰორიზონტალური მონიშვნისა და საგზაო ნიშნების განახლების სამუშაოები მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ ეტაპზე, თბილისი-სენაკი ლესელიძის გზის ცალკეული მონაკევთებისა და სამტრედია-ლანჩხუთის დამაკავშირებელი გზის ჰორიზონტალური სამუშაოები მიმდინარეობს. მოწესრიგდა დაზიანებული ბორდიურები და საგზაო ნიშნები.
გზების ჰორიზოტალური მონიშვნისა და საგზაო ნიშნების განახლების სამუშაოები საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად განხორციელდება.
www.travelingeorgia.ge