ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურიზმი სვანეთში განვითარდება ისე, როგორც არასდროს - ეკონომიკის მინისტრი
26 აგვისტო, 2021

მესტიის მერობის კანდიდატის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა სვანეთის პოტენციალზე და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც მთავრობა რეგიონში გეგმას.

ნათია თურნავას თქმით, მმართველმა გუნდმა ბევრი რამ გააკეთა სვანეთი 12 თვიან კურორტად ჩამოყალიბებულიყო და სწორედ მათთი მმართველობის დროს აშენდა თეთნულდის, მესტია-ჰაწვალის და სოფლების დამაკავშირებელი მცირე საბაგიროები.

„ეს არ არის სკმარისი, განსაკუთრებით ახლა, როცა დარტყმა მიიღო ტურიზმმა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ძალიან სწრაფი ტემპით, ულტრათანამედროვე ჰაწვალის საბაგირო ავაშენოთ, რომელზეც 34 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ვიცით, რომ ეს ერთი ათად დაგვიბრუნდება, რადგან სვანეთი მსოფლიო რუკაზე გაჩნდა, სადაც აუცილებლად მოინდომებენ ჩამოსვლას მთელი მსოფლიოდან“-განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, მთავრობა ასევე სწავლობს მულახი-თეთნულდის საბაგიროს პერსპექტივას და სამომავლოდ აღნიშნულ პროექტზეც იქნება ფიქრი.

"ტურიზმი სვანეთში განვითარდებ აისე, როგორც არასდროს“- განაცხადა თურნავამ.

მან ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პრემიერის დავალებით სექტემბრიდან 2,5 მილიარდიანი პროექტი ამოქმედდება, რომელიც ადგილობრივი წარმოებების განვითარებასა და იმპორტის ჩანაცვლებაზე იქნება ორიენტირებული.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.