ტურიზმის აჭარაში ხორვატიული გამოცდილებით განვითარდება - რეგიონისთვის გრძელვადიან სტრატეგიას შეიმუშავებენ
აჭარას ტურიზმის გრძელვადიანი სტრატეგია ექნება. დოკუმენტის შემუშავებისას ტურისტულად წარმატებული ევროპული ქვეყნის, ხორვატიის მაგალითს გაიზიარებენ.
ტურიზმის განვითარების მთავარ დოკუმენტზე მუშაობა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა გაზაფხულზე დაიწყო. დოკუმენტი საბოლოო სახეს დეკემბრისთვის მიიღებს. გეგმაში აჭარის ტურიზმის 2025 წელს მისაღწევი მიზნები და შესასრულებელი სამუშაოები განისაზღვრება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დოკუმენტის შემუშავებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გამართა. განიხილეს ამ ეტაპზე არსებული კვლევები.
სტრატეგიის დოკუმენტი მოიცავს ისეთ თემატურ კონცეფციებს, როგორებიცაა სერვისის განვითარება, ტურისტული პროდუქტების განვითარება (მუნიციპალიტეტების მიხედვით) და ბათუმის ისტორიული უბნის (ძველი ბათუმი), როგორც ტურისტული პროდუქტის განვითარების მიმართულებებს.
www.travelingeorgia.ge