ტურიზმის ადმინისტრაცია საკარანტინედ სასტუმროების დაქირავებაზე კიდევ 18.4 მილიონს დახარჯავს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სასტუმროებში დამატებითი კარანტინის ზონების დაქირავებისთვის 18.4 მილიონ ლარს დახარჯავს.
ამ დრომდე საქართველოს მთავრობას საკარანტინედ სასტუმროების დაქირავებაზე 84.9 მილიონი ლარი აქვს დახარჯული, ახალი შესყიდვის შედეგად, კი მისი ღირებულება 103.3 მილიონ ლარს მიაღწევს.
გუშინ ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ თქვა, რომ მთავრობას კარანტინისთვის სულ 215 სასტუმროსთან აქვს ხელშეკრულებები გაფორმებული და მათში ამ დრომდე 133 ათასმა ადამიანმა გაიარა სავალდებულო კარანტინი.
მთავრობის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების თანახმად, ერთი დღით სასტუმროს ნომრის კარანტინისთვის დაქირავება მაქსიმუმ 100 ლარი ჯდება.
www.bm.ge