ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურიზმის ადმინისტრაცია საკარანტინედ სასტუმროების დაქირავებაზე კიდევ 5.6 მილიონს დახარჯავს
31 დეკემბერი, 2020

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სასტუმროებში დამატებითი კარანტინის ზონების დაქირავებისთვის 5.6 მილიონ ლარს დახარჯავს. სასტუმროებთან ხელშეკრულებები ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის გზით ფორმდება. ამავე ხელშეკრულებებით დაფინანსდება ე.წ. კოვიდ-სასტუმროების მომსახურებაც. 

ამ დრომდე საქართველოს მთავრობას საკარანტინედ სასტუმროების დაქირავებაზე 120 მილიონ ლარამდე აქვს დახარჯული.

რამდენიმე კვირის წინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მთავრობას კარანტინისთვის სულ 215 სასტუმროსთან აქვს ხელშეკრულებები გაფორმებული და მათში ამ დრომდე 133 ათასმა ადამიანმა გაიარა სავალდებულო კარანტინი. 

მთავრობის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების თანახმად, ერთი დღით სასტუმროს ნომრის კარანტინისთვის დაქირავება მაქსიმუმ 100 ლარი ჯდება.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.