ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – სამი კვირის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში იქნება
21 თებერვალი, 2023

სამი კვირის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში იქნება,- ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მსოფლიო ჩემპიონატი აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.

„მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, როგორც პირდაპირ ეთერში, ისე ადგილზე ადევნოს თვალყური ღონისძიებას. ასევე შეძლებენ სამეწარმეო ბაზრობაზე შეიძინონ პროდუქცია. ყველას გელოდებით. ასეთი მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობა ძალიან მნიშვნელოვანია სანდოობის და იმიჯის თვალსაზრისით. სამი კვირის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში იქნება. 42 ქვეყნიდან სპორტულ გუნდებს ახლავს საკუთარი გულშემატკივარი. ბაკურიანი ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ტურისტებით სავსეა”, – აღნიშნა ომიაძემ.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.