ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით სამოგზაურო მედია ფორუმი გაიმართა
09 სექტემბერი, 2017

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მე-3 „Travel Media Forum” გაიმართა.

სამოგზაურო მედია ფორუმს გავლენიანი უცხოური გამოცემების ჟურნალისტები დაესწრნენ, შორის იყვნენ: National Geographic Traveler--ის და Forbes-ის წარმომადგენლები.

ფორუმში 10 ჟურნალისტი და 1 ბლოგერი მონაწილეობდა.

ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები: გიორგი ჩერქეზიშვილი და ნინო ჯავახაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრნენ. 

საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარდათ.

„Travel Media Forum”-ის მიზანია: ბეჭდვითი, ელექტრონული და სატელევიზიო მედიასაშუალებით ქვეყნის ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია.

ფორუმის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პრესტური გამართა. საერთაშორისიო მედიის წარმომადგენლებმა ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეს მოინახულეს, დაათვალიერეს კურორტების და ტურისტული ადგილები, გაეცნენ ქვეყნის კულტურას, სამზარეულოს და ღვინოს.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.