ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი უკვე ვაკანტურია. როგორც bm.ge-ის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურში დაუდასტურეს, მარიამ ქვრივიშვილმა პოსტი ოფიციალურად დატოვა.
როგორც ცნობილია, ის საკანონმდებლო საქმიანობას მე-10 მოწვევის, ჯერჯერობით, ერთპარტიულ პარლამენტში გააგრძელებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოვალეობას მარიამ ქვრივიშვილის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი შეასრულებს.
შეგახსენებთ: მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად 2019 წლის თებერვალში კონკურსის შედეგად დაინიშნა, მაშინ მინისტრი გიორგი ქობულია იყო.
ცნობისთვის: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანლს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
www.bm.ge