სასწავლო კურსი იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში ჩატარდა. ქუთაისსა და ახალციხეში გამართული ტრენინგი თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგებოდა. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ტრენინგი შემდეგ საკითხებს მოიცავდა:
-
მონიშვნის განსხვავებული სტანდარტები, მონიშვნის სტანდარტის მნიშვნელობა და ამჟამინდელი მდგომარეობა.
-
ეროვნული სტანდარტის დეტალურად გაცნობა ძველი და განახლებული რეგლამენტების ჭრილში.
-
საველე ინფორმაციის შეგროვება, ინფორმაციის დამუშავება და მონიშვნის/მოვლა-პატრონობის პროექტის მომზადება.
-
მონიშვნის/მოვლა პატრონობის პროექტის კითხვა, მონიშვნის ინფრასტრუქტურის მომზადება და განთავსება, საჭირო ინსტრუმენტების მომზადება და გამოყენება.
-
მოვლა-პატრონობის სამუშაოებისათვის აუცილებელი და რეკომენდებული პროგრამული უზრუნველყოფები, რუკები და რესურსები.
-
კითხვა-პასუხი, დისკუსია.
პრაქტიკული ნაწილი შემდეგ თემებს მოიცავდა:
-
მონიშვნის/მოვლა პატრონობის პროექტის კითხვა საველე პირობებში.
-
ბილიკზე არსებული სიტუაციის ანალიზი და საველე ინფორმაციის შეგროვება.
-
საველე ინფორმაციის შეგროვებისათვის აუცილებელი პროგრამების და ინსტრუმენტების გამოყენება.
-
მონიშვნის/მოვლა პატრონობის პროექტის მომზადებისათვის აუცილებელი ინფორმაციის დამუშავება საველე პირობებში.
-
კითხვა-პასუხი, დისკუსია.