ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამთო გიდები გადაამზადა
04 დეკემბერი, 2023

სასწავლო კურსი იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში ჩატარდა.  ქუთაისსა და ახალციხეში გამართული ტრენინგი  თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგებოდა. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ტრენინგი შემდეგ საკითხებს მოიცავდა:

  • მონიშვნის განსხვავებული სტანდარტები, მონიშვნის სტანდარტის მნიშვნელობა და ამჟამინდელი მდგომარეობა.
  • ეროვნული სტანდარტის დეტალურად გაცნობა ძველი და განახლებული რეგლამენტების ჭრილში.
  • საველე ინფორმაციის შეგროვება, ინფორმაციის დამუშავება და მონიშვნის/მოვლა-პატრონობის პროექტის მომზადება.
  • მონიშვნის/მოვლა პატრონობის პროექტის კითხვა, მონიშვნის ინფრასტრუქტურის მომზადება და განთავსება, საჭირო ინსტრუმენტების მომზადება და გამოყენება.
  • მოვლა-პატრონობის სამუშაოებისათვის აუცილებელი და რეკომენდებული პროგრამული უზრუნველყოფები, რუკები და რესურსები.
  • კითხვა-პასუხი, დისკუსია.

პრაქტიკული ნაწილი შემდეგ თემებს მოიცავდა:

  • მონიშვნის/მოვლა პატრონობის პროექტის კითხვა საველე პირობებში.
  • ბილიკზე არსებული სიტუაციის ანალიზი და საველე ინფორმაციის შეგროვება.
  • საველე ინფორმაციის შეგროვებისათვის აუცილებელი პროგრამების და ინსტრუმენტების გამოყენება.
  • მონიშვნის/მოვლა პატრონობის პროექტის მომზადებისათვის აუცილებელი ინფორმაციის დამუშავება საველე პირობებში.
  • კითხვა-პასუხი, დისკუსია.

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.