2 ივლისს რუსთავის 2-ის ეთერში, გადაცემა პოსტ სკრიპტუმში, გავიდა სიუჟეტი ე.წ. „პანორამა თბილისის“ მშენებლობის შესახებ, სადაც აღნიშნული იყო, რომ პროექტის მშენებლობის გამო ლეგი კალანდაძეს ქონება წაართვეს. საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდში განმარტავენ, რომ არავითარ ინფორმაციას არ ფლობენ ლეგიკალანდაძის შესახებ:
„აღნიშულ პიროვნებას ან რაიმე საკითხს მასთან მიმართებაში არავითარი კავშირი არ აქვს თავისუფლების მოედანთან მშენებარე პროექტთან. თავისუფლების მოედანთან არსებული მიწის ნაკვეთის შესყიდვა მოხდა 2014 წელს, აღნიშნული ნაკვეთი შეძენილ იქნა შენობა-ნაგებობის გარეშე, შესაბამისად დემონტაჟი ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება განხორციელდა ნასყიდობამდე, აქედან გამომდინარე, ლეგი კალანდაძის ქონების წართმევა ან უგულველყოფა, ტურიზმის განვითარების ფონდის მიერ, საფუძველს მოკლებულია. გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, რომ თავისუფლების მოედანთან 7 ვარსკვლავიანი საერთაშორისო, უმაღლესი კლასის სასტუმროს მშენებლობა ყველა კანონის, ნორმისა და პროცედურების დაცვით მიმდინარეობს“, - განმარტავენ ფონდში.
www.bm.ge