ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურიზმის განვითარების პერსპექტივები - სტუდენტური ნაშრომები კრებულად
20 აგვისტო, 2018

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საუკეთესო სტუდენტური ნაშრომების კრებულის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას სასტუმრო „ბილტმორმა“ უმასპინძლა და მას კონფერენციაში გამარჯვებული სტუდენტები და უმაღლესი სასწავლებლების სხვადასხვა ფაკულტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კრებულში საქართველოს ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული სხვადასხვა თემებია შესული: MICE ტურიზმი, სამედიცინო ტურიზმი, გასტრონომიული ტურიზმი და სხვა.

კონფერენციები სახელწოდებით „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები“ საქართველოს ხუთ რეგიონში და თბილისში ჩატარდა. კონკურსში 30-ზე მეტი უნივერსიტეტისა და პროფესიული სასწავლებლის 1,000-მდე სტუდენტი მონაწილეობდა

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.