საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონი ტურიზმის მე-19 საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. ღონისძიება, რომელსაც უამრავი ადგილობრივი, თუ უცხოელი დამთვალიერებელი სტუმრობს, გამოფენის ორგანიზატორებმა, მთავრობის წარმომადგენლებმა და ოფიციალურმა სტუმრებმა გახსნეს.
გამოფენა "ექსპოჯორჯიაში" სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
გიორგი ჩოგოვაძე: "ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გახლავთ წარმოდგენილი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ახალი სტენდითა და ახალი კონცეფციით, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება ტურისტებისათვის, ჩვენი თანამოქალაქეებისათვის. ამ ფასდაკლებაზე მათ შეეძლებათ მიიღონ სპეციალური ფასდაკლებები საქართველოში მოგზაურობის შემთხვევაში".