ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ტურიზმის სექტორი ტურისტებს სრულად აცრილი უნდა დახვედროდა“ - Welcome to Georgia
05 ივლისი, 2021

ტურისტული კომპანია „Welcome to Georgia“-ს დირექტორ ნინიკო ქორიძის შეფასებით, საქართველო ზაფხულის ტურისტულ სეზონს შესაბამისად მომზადებული ვერ შეხვდა. მისი თქმით, აუცილებელი იყო, რომ სეზონის აქტიური პერიოდის დაწყებამდე ტურისტული სექტორის ყველა წარმომადგენელი Covid-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილიყო და ე.წ. „კომენდანტიის საათიც“ 1 ივნისამდე მოხსნილიყო.

„ტურისტული სექტორი ტურისტებს სრულიად ვაქცინირებული უნდა დახვედროდა, თუნდაც ჩვენივე მოქალაქეების ჯანმრთელობის რისკების თავიდან ასაცილებლად; ყველა უცხოური კომპანია, რომელსაც საქართველოში ტური აქვს დაგეგმილი, ინტერესდება არიან თუ არა აცრილები გიდები, მძღოლები, სასტუმროებისა და რესტორნების თანამშრომლები. მე პირადად ორივე დოზა გავიკეთე, თუმცა ამ ინდუსტრიაში დასაქმებულმა ბევრმა ადამიანმა დარეგისტრირება ამ დრომდე ვერ მოახერხა“, - ამბობს ის.

რაც შეეხება ზაფხულის სეზონს, ნინიკო ქორიძის შეფასებით, ტურისტების აქტივობა შეინიშნება, თუმცა ძველ ნიშნულზე დაბრუნებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება.

„პოზიტიური მოლოდინის მიუხედავად, რთულია განსაზღვრო რამდენად პროდუქტიული სეზონი გვექნება, რადგან ტურისტული ბაზარი შეცვლილია; თუკი ადრე ჯავშნები 12-6 თვით ადრე შემოდიოდა, ახლა მხოლოდ რამდენიმე კვირით ან დღით ადრე შემოგვდის; ტურისტულ კომპანიებს ორმაგი ძალისხმევა გვჭირდება ტურისტების ისეთ ქვეყანაში მოსაზიდად, როგორიც საქართველოა; ვგულისხმობ არსებულ ვითარებასა და ინფიცირებულთა ასეთ მაღალ მაჩვენებელს. საბოლოოდ ძლივს აქამდე ჩამოყვანილ ტურისტებს არც თუ ისე კმაყოფილებს ვუშვებდით, რადგან 23:00 სთ-მდე იძულებულები იყვნენ სასტუმროებში დაბრუნებულიყვნენ. კარგია, რომ „კომენდანტის საათი“ მოიხსა. ეს სტუმრებს დისკომფორტს უქმნიდა“, - აცხადებს „Welcome to Georgia“-ს დირექტორი.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.