ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წელს სექტორში დასაქმებულ და დასაქმების მსურველ 1500 ადამიანს დაასაქმებს.
პროფესიული გადამზადების პროგრამა დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ გახსნა.
ტრენინგები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება, ყველა რეგიონში და ტურისტულად დატვირთულ ქალაქსა თუ დაბაში.
სასწავლო კურსები ჩატარდება განთავსების, კვებისა და აგრო ტურისტული ობიექტების თანამშრომლების, კულტურული ტურიზმის და ღვინის გიდებისთვის, ასევე გადამზადდებიან სამთო გამყოლები, მუზეუმის თანამშრომლები, სათავგადასავლო ტურიზმის ინსტრუქტორები და სამთო გამყოლები.
„დღეს იწყება ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომელიც გულისხმობს გიდების გადამზადებას, მათთვის და მთლიანად ქვეყნისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემატიკაში – „ტურისტული დიპლომატია, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი”., – განაცხადა პროექტის გახსნისას ეკონომიკის მინისტრმა.
მისი თმით, ტრენინგი პირველ ეტაპზე თბილისში დაიწყება, თუმცა, უახლოეს მომავალში დაგეგმილია მისი ჩატარება ბათუმში, ქუთაისსა და სხვა ქალაქებში.
ამასთან, მისი თქმით, უახლოეს მომავალში იგეგმება ერთობლივი ტრენინგის პროგრამის განხორციელება წარმატებულ პლატფორმებთან თანამშრომლობით – booking.com, Expedia, Airbnb.
ეკონომიკის სამინისტოს ცნობით, ყოველწლიურად დაგეგმილია 50 000-მდე ადამიანის პროფესიული გადამზადება.
GBC