ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ტურიზმში დასაქმებულებისთვის აცრის კაბინეტი ბათუმში დღეიადან გაიხსნება“
08 ივნისი, 2021

„ტურიზმში დასაქმებულებისთვის ბათუმში ამცრელი კაბინეტი დღეიდან გაიხსნეა“ - ამის შესახებ BM.GE-ს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ განუცხადა. მისი თქმით, აცრები ტურისტული და ძალოვანი სექტორის წარმომადგენლებისთვის თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში იქნება შესაძლებელი.

„გამოყოფილია უკვე სივრცე და დღეიდან აცრებიიწყება ორგანიზებულად ბათუმში, სიების მიღება დაწყებულია. ვაქცინაციის ოთახი იქნება თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში, სადაც ესენციური ჯგუფებისთვის იქნება აცრა შესაძლებელი. ამ ჯგუფებშია ტურისტული და ძალოვანი სექტორის წარმომადგენლები.

NCDC-ის ორგანიზებით, მიმდინარეობს პროცესი და მათი დახმარებით დღეს დილამდე დაორგანიზდება ყველაფერი. ცხადია ვაქცინაციის პროცესი საჭიროებისამებრ გაგრძელდება მთელი სეზონის განმავლობაში“ - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.