ტურმიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველო 1 ადგილით დაწინაურდა და 70-ე ადგილი დაიკავა
მოგზაურობისა და ტურმიზმის კონკურენტუნარიანობის 2017 წლის ინდექსში საქართველო 1 ადგილით დაწინაურდა და 3.70 ქულით 70-ე ადგილი დაიკავა. ინდექსის ცალკეული კომპონენტების მიხედვით თუ შევადარებთ ვნახავთ რომ მაგალითად ბიზნეს გარემოს შეფასების კომპონენტში საქართველო 10 ადგილით არის დაწინაურებული, ანუ 32-ე ადგილიდან საქართველომ 2017 წლის რეიტინგში 22-ე ადგილზე გადაინაცვლა.
პროგრესია უსაფრთხოების კომპონენტშიც, სადაც 32-ე ადგილიდან საქართველომ 29-ე პოზიცია დაიკავა. საერთაშორისო კვლევის მიხედვით, მნიშველოვანია თუ რამდენად იცვლება წლიდან წლამდე ქვეყნების დამოკიდებულება ტურიზმის სექტორისადმი და რამდენად დგას დღის წესრიგში ამ დარგის პრიორიტიზირების საკითხი. უშუალოდ ამ კომპონენტში აღსანიშნავია რომ საქართველოს მდგომარეობა გაუმჯობესებულია, კერძოდ 53-ე ადგილიდან ჩვენმა ქვეყანამ 41-ე ადგილზე გადაინაცვლა. საერთო ჯამში მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიონობის 2017 წლის ინდექსში საქართველომ ყველა მოცემულ კომპონენტში აჩვენა პროგრესი, გარდა ტურიზმის სერვისის ინფრასტრუქტურის კომპონენტისა, რომელშიც 2015 წელს თუ 50-ე ადგილზე ვიყავით, 2017 წელს 70-ე ადგილზე გადმოვინაცვლეთ.
„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი“ ტურიზმის კონკურენტუნარიოანობის ინდექსის დასადგენად 136 ქვეყნის მონაცემებს ამოწმებს და თითოეულ ქვეყანას ცალცალკე 14 კომპონენტის მიხედვით აფასებს. წელსაც ისევე როგორც წინა რეიტინგებში პირველი ადგილი ესპანეთმა დაიკავა 5.43 ქულით, შემდეგ მოდის საფრანგეთი 5.32 ქულით და უკვე ტრადიციად ქცეული მეორე ადგილით, ხოლო მესამე პოზიციაზე 2015 წლის მსგავსად წელსაც გერმანიაა 5.28 ქულით.
პირველი ათეულში ასევე მოხვდნენ შემდეგი ქვეყნები: იაპონია, გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, იტალია, კანადა და შვეიცარია. ესპანეთის პირველობას თავად კვლევის ავტორები იმით ხსნიან, რომ ქვეყანაში უნიკალურადაა წარმოდგენილი როგორც კულტურული ასევე ბუნებრივი რესურსები და ტურიზმის სექტორის განვითარების პოლიტიკური ნებაც ქვეყანაში ყველაზე მაღალია. რაც შეეხება საფრანგეთს, მიუხედავად გასული ორი წლის განმავლობაში მომხდარი ტერორისტული აქტებისა ქვეყანაში საერთაშორისო ფრენების რაოდენობა მაინც არ შემწყდარა და ტურისტული აქტივობებიც მრავლად იყო წამროდგენილი.
კვლევის თანახმად რეგიონულ ჭრილში ყველაზე სწრაფი და ეფექტიანი პროგრესი აზერბაიჯანმა აჩვენა და საერთაშორისო რეიტინგებშიც პოზიციები 13 პუნქტით გაიუმჯობესა. ტურიზმის კონკურენტუნარიანობის წლევანდელ ინდექსში ევრაზიის ქვეყნებს შორის პირველ სამეულში რუსეთი, საქართველო და აზერბაიჯანია.
www.bm.ge