იანვრიდან თურქეთის სასტუმროებში 2%-იანი ბინადრობის გადასახადი ამოქმედდება. ეს იმას ნიშნავს, რომ სტუმრები სასტუმროების, მოტელების, აპარტამენტების, პანსიონებისა და „გესტჰაუსების“ დაქირავებისას დამატებით 2%-ს გადაიხდიან. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის პარლამენტის 2019 წლის კანონის მიხედვით, ბინადრობის გადასახადი 2020 წლის აპრილში უნდა დაწესებულიყო, თუმცა ცვლილება კორონავირუსის პანდემიისა და სასტუმროების პროტესტის გამო გადაიდო. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მაშინ განაცხადა, რომ გადასახადის დაწესება ტურისტული ინდუსტრიის მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. კანონის ძალაში 2023 წლის 1-ლი იანვრიდან შევა.
კლიენტს გადასახადი მხოლოდ სასტუმროში ყოფნისას ეკისრება. სხვა ღონისძიების - ქორწილის, კონგრესისა და კონფერენციის მოწყობა არ დაიბეგრება, თუ სტუმარს სასტუმროში ღამის გათევა არ მოუწევს.
1-ლი იანვრის შემდეგ, Booking.com-ზე თურქული სასტუმროების დაჯავშნისას, ახალი გადასახადი დღგ-სთან ერთად უკვე ძალაშია. მაგალითად, თუ ანტალიაში 3-ვარსკვლავიან სასტუმროში ორადგილიანი ნომრის ღირებულება 570 დოლარია, სტუმარს დამატებით 2%-ის გადახდა ეკისრება 11,4$-ის ოდენობით.
commersant.ge