ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თურქეთში ტურიზმიდან შემოსავალმა შესაძლოა 37 მლრდ დოლარს გადააჭარბოს
19 სექტემბერი, 2022

თურქეთში მიმდინარე ტურისტულ სეზონზე ერთი ადამიანის დღიურმა ცხოვრების ხარჯმა შეიძლება რეკორდულ 83-84 დოლარს მიაღწიოს. მიზანი კი ამ მაჩვენებლის 93 დოლარამდე მიყვანაა. ამის შესახებ თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმედ ნური ერსოიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

უწყების ხელმძღვანელმა გაიხსენა, რომ ტურისტული სეზონის დასაწყისში მიზნად ისახავდნენ 42 მილიონი ტურისტის მიღებას და ტურიზმიდან 35 მილიარდ დოლარამდე შემოსავლის მიღებას, თუმცა შემდგომ სიტუაცია შავი ზღვის რეგიონში დაწყებულმა კონფლიქტმა გაართულა.

მისი თქმით, თურქეთმა ბევრი ნაბიჯი გადადგა ამ სიტუაციის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად.

„ტურიზმის განვითარების სააგენტოს მიერ ინიცირებული სარეკლამო კამპანიის წყალობით  მიზნად დავისახეთ ტურიზმის დასახელებული  მაჩვენებლების გადამეტება. უკვე აგვისტოში გამოვაცხადეთ ახალი მიზანი - ტურისტული ნაკადი 47 მილიონამდე გავზარდოთ, ხოლო ტურიზმიდან შემოსავალი 37 მილიარდ დოლარამდე. და ეს არ არის საბოლოო მიზანი. ვფიქრობ, წლის ბოლომდე ჯერ კიდევ არის დრო. კარგი დინამიკა გვაქვს სამომავლო ჯავშნებთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ მიზნებს ისევ ზრდისკენ გადავხედავთ“, - განაცხადა მინისტრმა.

commersan.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.