ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თუშეთის 10 ციხე-სოფლის რეაბილიტაცია იგეგმება
04 მაისი, 2018

თუშეთის 10 ციხე-სოფლის საინვენტარიზაციო-კვლევითი სამუშაოები იწყება. პროექტის ფარგლებში ძეგლების აღწერა-ინვენტარიზაცია განხორციელდება, შემდეგ სრული რეაბილიტაცია დაიგეგმება.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სამწუხაროდ, თუშეთის უძველესი ნაგებობების ნაწილი ან დაზიანებულია, ან განადგურების პირას არის მისული. მისივე განცხადებით, თუშეთი თავისი ულამაზესი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მემკვიდრეობით, თავისი ლანდშაფტით, თვითმყოფადობით საქართველოსთვის უდიდეს სიმდიდრეს წარმოადგენს.

„სამწუხაროდ, დღეისათვის თუშეთის უძველესი ნაგებობების ნაწილი არის დაზიანებული, ან განადგურების პირას.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ არ ჩატარებულა არანაირი კვლევა ამ კულტურული მემკვიდრეობის და ჩვენ აუცილებლად უნდა დავგეგმოთ, პირველ რიგში, ამ ძეგლების აღწერა და ინვენტარიზაცია და შემდგომში უკვე სრული რეაბილიტაცია.

ვიწყებთ 10 ციხე-სოფლის საინვენტარიზაციო-კვლევით სამუშაოებს, ესენია –  ძველი დიკლო, ძველი გირევი, ჭონთიო, ჰეღო, აგეურთა, წარო, კვავლო, ფარსმა, დაქიურთა და ინდურთა. ესენია უძველესი ქართული სოფლები. ჩვენ ამისთვის, პირველ ეტაპზე, გამოვყოფთ 400 000 ლარს“, - განაცხადა პრემიერმა.

სამუშაოებში ახალგაზრდები, სტუდენტები ჩაერთვებიან. ძეგლების რეაბილიტაცია თანამედროვე პროფესიონალური მიდგომების საფუძველზე.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.