თუშეთის 56-ე კილომეტრზე მძიმე ტექნიკის მუშაობის შედეგად ბუნევრივად დაგუბებულ ტბაზე წყლის დონემ დაიწია და შეზღუდვები მოიხსნა.
სოფელ ომალოს მიმართულებით პირველი მანქანა უკვე გადავიდა. ახმეტის მერიაში აცხადებენ, რომ გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტესიური რეჟიმში გაგრძელდება, ვიდრე წყალის დონე არ დაიწევს.
დიდთოვლობის გამო 56-ე კილომეტრზე ბუნებრივად დაგუბებული ტბა ადიდდა და საავტომობილო მაგისტრალი დატბორა.
პროცესში საავტომობილო გზების დეპარტამებტი ჩაერთო. გამოიყო დამატებით მძიმე რამდენიმე ერთეული ტექნიკა, რამაც გზის ამ მონაკვეთზე ავტომობილებით გადაადგილება უკვე შესაძლებელი გახადა.
imedinews.ge