თუშეთის გზის რეაბილიტაცია იგეგმება – “ასეთ გზებზე, მთელს მსოფლიოში ხდება ინციდენტები”
რა თქმა უნდა, ჩვენ ვგეგმავთ თუშეთის გზის რეაბლიტაციას, ეს არის ნაწილი იმ დიდი პროექტის, რომელიც აკავშირებს მააღალმთიანი რეგიონების გზებს, თუმცა უნდა გვესმოდეს რომ თუშეთის გზა მიეკუთვნება ექსტრემალური გზების კატეგორიას და მისი რეაბილიტაციის შემთხვევაშიც, ბუნებრივია, ვერ იქნება იმ სტანდარტის, როგორი გზებიც გვაქვს საქართველოს ცენტრალურ რეგიონებში, – აღნიშნა დღეს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
ბოლო ტრაგიკული შემთხვევა თუშეთის გზაზე გუშინ მოხდა, როცა ველოსიპედისტთა ჯგუფის ერთი წევრი ხევში გადავარდა და დაიღუპა.
„ასეთი ტიპის მთის გზებზე, სამწუხაროდ, მთელს მსოფლიოში ხდება ინციდენტები და გუშინდელი შემთხვევაც ტრაგედიაა. ყველა მსგავს შემთხვევას ძალიან განვიცდით და რა თქმა უნდა, ვახორციელებთ ღონისძიებებს, რომელიც ამ გზის ხარისხს გააუმჯობესებს. ბუნებრივია, ყველანი უნდა ვეცადოთ, რომ გზების უსაფრთხოების მიმართულებით მაქსიმუმი გავაკეთოთ,“ – თქვა მაია ცქიტიშვილმა.
BM.GE