ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თუშეთის სოფელ ომალოს ერთი კვირაა წყალი არ მიეწოდება
27 ივლისი, 2017

თუშეთის სოფელ ქვემო ომალოში მოსახლეობას სასმელი წყალი ერთ კვირაზე მეტია არ მიეწოდება. ადგილობრივების თქმით, უწყლობის შედეგად შესაძლოა, ტურისტების რიცხვი შემცირდეს. მოსახლეობას წყლის მოსატანად რამდენიმე კილომეტრის გავლა უხდება.

როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, აღნიშნული პრობლემა ზაფხულის სეზონზე ხშირად ჩნდება წყლის დებეტის არ არსებობის გამო, თუმცა ამ დროისთვის თუშეთში სასმელი წყლის ახალი მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელის დასრულების შემდეგაც აღნიშნული პრობლემა სრულად მოგვარდება

ipress.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.