თუშეთის 2 სოფელსა და 8 ნასოფლარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ძეგლის სტატუსი მიენიჭა სოფლებს - კვავლოს და ფარსმას, ნასოფლარებს - აგეურთა, გირევი, დაქიურთა, ძველი დიკლო, ინდურთა, წარო, ჭონთიო და ჰეღო.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა.
თუშეთის ეს სოფელები და ნასოფლარები გვიანი შუა საუკუნეების (XV-XVIII ს.ს.) არქიტექტურული ძეგლია.
www.travelingeorgia.ge